ფეხბურთი

0:44 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და ფულადი ჯარიმაც დააკისრეს

ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის იუპილერ ლიგაში უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს - მიზეზი დისკვალიფიკაციაა.

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 21 წლის ქართველი შემტევი დასაჯა და პლუს ამას 2 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრა. გიორგი „ანტვერპენთან“ მატჩში პიტერ გერკენსს ფეხი დააბიჯა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო, სხვათა შორის, კარიერაში პირველად.

აღსანიშნავია, რომ „გენტი“ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ის გაასაჩივრა. თუ საჩვარმა შედეგი არ გამოიღო, ჩვენებური 17 და 24 ოქტომბერს, შესაბამისად, „ეუპენთან და „გენტთან“ ვერ ითამაშებს, სამაგიეროდ, მიმდინარე თვეში კონფერენს ლიგასა და ბელგიის თასზე თამაში შეეძლება, ხოლო ბელგიის ჩემპიონატში დისკვალიფიკაციას ვადა 1 ნოემბერს, „უნიონთან“ შეხვედრაში გაუვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

0.114324