ფეხბურთი

21:46 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ვან ტსხიპი: "საქართველო კარგი გუნდია და პირველი მატჩი გაკვეთილი იყო"

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტსხიპმა საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ისაუბრა. მან პირველი მატჩი გაიხსენა, რომელიც ფრედ (1:1) დასრულდა და როგორც აღნიშნა, მათთვის ეს გაკვეთილი იყო, რომლისგანაც უნდა ისწავლონ.

„დადებითი ის არის, რომ პელკასი და მასურასი დაგვიბრუნდნენ. სამწუხაროდ, გალანოპულოსს პრობლემები აქვს და არ იქნება. ზეკას შემთხვევაშიც ცუდი ამბავი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდება და გამძლეობას ვუსურვებთ. ის მნიშვნელოვანი და გამოცდილი ფეხბურთელია, შვედეთთან გადამწყვეტი იყო. ნახევარდაცვის ცენტრში ბევრი ვარიანტი არ გვაქვს, რადგან სამი ძირითადი ინსტრუმენტი გვაკლია. თუმცა, გვყავს ალექსანდროპულოსი, სიოპისი და რა თქმა უნდა, ბუხალაკისი, რომელმაც აჩვენა, რომ ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ვეცდებით, დანაკლისი შევავსოთ.

საქართველოსთან პირველი თამაში არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ. ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. უფრო თამამები უნდა ვიყოთ. საქართველო კარგი გუნდია და დაუფასებობლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - თქვა ვან ტსხიპმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 5 თამაშში ერთი ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში ბოლო საფეხურზე იმყოფება. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 9 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

0.117855