ფეხბურთი

20:22 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "გულშემატკივრების წინაშე უფრო მოტივირებული ვითამაშებთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მიეცათ და საწვრთნელ პროცესში 6 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

შეკრების მეორე დღეს კომენტარი საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ გულშემატკივრების წინაშე უფრო მოტივირებულები ითამაშებენ.

"ფეხბურთელებისთვის ყველაზე კომფორტული გულშემატკივრების წინაშე თამაშია. მათ გარეშე თამაში განსხვავებულ განწყობას ქმნის, შესაბამისად გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ. საბერძნეთის წინააღმდეგ რთულ მატჩს ველოდები, მათ კარგი გუნდი ყავთ, ჩვენ უკვე გავმართეთ ერთი შეხვედრა. კარგად გავაანალიზებთ მეტოქის თამაშს, შევეცდებით მათი სუსტი წერტილების გამოყენებას და იმედი მაქვს ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება“, - ციტირებს დავითაშვილის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 5 თამაშში ერთი ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში ბოლო საფეხურზე იმყოფება. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 9 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130171