ფეხბურთი

20:00 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "ორივე შეხვედრაში აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მიეცათ და საწვრთნელ პროცესში 6 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

შეკრების მეორე დღეს კომენტარი ოთარ კაკაბაძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ უახლოეს ორივე მატჩში აუცილებლად გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

"ორი დღეა რაც შევიკრიბეთ, ოქტომბერში ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ორივე შემთხვევაში აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ. განსაკუთრებული მომენტია, რომ ბათუმში ვითამაშებთ და მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაქსიმალურად მოვინდომებთ და შევეცდებით, რომ ქომაგები გავახაროთ", - ციტირებს ფეხბურთის ფედერაცია კაკაბაძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 5 თამაშში ერთი ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში ბოლო საფეხურზე იმყოფება. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 9 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.110133