ფეხბურთი

18:49 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავარო შესაძლოა "პარმას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო შესაძლოა „პარმაში“ დაბრუნდეს, ოღონდ მთავარი მწვრთნელის რანგში.

იტალიური მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის სტარტით და შესაბამისად, ამჟამინდელი მწვრთნელის, ენცო მარესკას მუშაობით უკმაყოფილოა და კანავაროს მიწვევაზე ფიქრობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩინეთი დატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და უმუშევარია.

კანავარო „პარმას“ ლეგენდაა, სადაც 1995-2002 წლებში თამაშობდა, კლუბის ოქროს ხანაში. მან სამწვრთნელო კარიერა ჩინეთში დაიწყო, სადაც „გუანჯოუს“ წარმატებით ხელმძღვანელობდა, იტალიაშ კი არასდროს უმუშავია.

აღსანიშნავია, რომ „პარმას“ კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონია, რომელიც კანავაროს თანაგუნდელი იტალიის ნაკრებში, „იუვენტუსსა“ და სწორედ „პარმაში“ წლების განმავლობაში იყო.

„პარმამ“ სერია B-ში დამაჯერებელი სტარტი ვერ აიღო და 7 ტურის შემდეგ 9 ქულით მხოლოდ მე-12 ადგილზეა.

0.131023