ფეხბურთი

15:56 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდმა სალაჰს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, რიო ფერდინანდმა, „ლივერპული“ – „სიტის“ პრემიერლიგური მატჩის შემდეგ (2:2), ჟურნალისტებს მერსისაიდელთა ეგვიპტელი შემტევის, მოჰამედ სალაჰის შესახებ გაუზიარა აზრი.

„ის უკვე ახლაა პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი. გული მეწვება როცა „ლივერპულის“ ფეხბურთელზე ასეთ საქებარ სიტყვებს ვამბობ, მაგრამ ის გოლი, რომელიც მან „სიტის“ გაუტანა, შეუდარებელი იყო. ისეთები ჩაატარა... როცა მცველს უჩვენებ, რომ მაღალ კუთხეში დარტყმას აპირებ, შემდეგ კი ცრუმოძრაობით გასდები მას და შეაგდებ, დიდებულია.

ასეთი გოლები სალაჰს ხშირად გაუტანია. მისი დამსახურებაა „ლივერპულმა“ რომ ჩემპიონთა და პრემიერლიგა მოიგო.“ - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Liverpool Echo.

0.115005