ფეხბურთი

1:21 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "იტალია ახლა საუკეთესოა, მაგრამ გვინდა "სან სიროზე" დავამარცხოთ"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იტალიის ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, იტალია ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ „სან სიროზე“ მისი დამარცხება სურთ.

„იტალია-ესპანეთის მატჩი ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატამდე იყო საინტერესო, ახლა კი ერთა ლიგაზე უფრო მეტად იქნება. მოუთმენლად ველოდები ამ თამაშს და ეჭვგარეშეა, რომ იტალია დღეისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. მაინტერესებს რა სახის მატჩს ვითამაშებთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ და მისი გულშემატკივრების თვალწინ. იტალია ახლა საუკეთესოა, მაგრამ "სან სიროზე" გვსურს მისი დამარცხება.

სამი სიტყვა რომ ავირჩიო, თუ რა მინდა ესპანეთის ნაკრებისგან, ეს არის შეტევა, პრესინგი და ამბიცია. ვცდილობთ შეტევა დაცვიდან დავიწყოთ და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ბურთის ფლობით შევძლებთ მეტოქის ნახევარზე უკეთ შეტევაზე. ეს არის სტილი, რომელიც ვიცი და მომწონს, ამიტომ, სწორედ მის გამოყენებას ვაპირებ. ამას ვაკეთებ მას შემდეგ, რაც „ბარსელონა B“-ში დავიწყე მუშაობა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი 6 ოქტომბერს, მილანში გაიმართება.

0.122041