ავტოსპორტი

22:32 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის რბოლების მესამედი სპრინტის ფორმატით ჩატარდება

მიმდინარე სეზონში ფორმულა 1-ის სამ ეტაპზე, კვალიფიკაციის ჩვეული ფორმატი, სპრინტერული რბოლების ფორმატით შეიცვალა. და როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ის რბოლების მოყვარულებმაც კარგად მიიღეს და კომერციულადაც მომგებიანი გამოდგა. ამიტომ, მომავალ სეზონში გაცილებით მეტ სპრინტ რბოლას ვიხილავთ.

ფორმულა 1-ის მთავარმა აღმასრულებელმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ 2022 წლის სეზონის 23 რბოლიდან, მესამედზე კვალიფიკაცია სპრინტ რბოლის ფორმატით გაიმართება. მოკლე რბოლაში გამარჯვებულ პირველ სამეულს, ქულები კვლავ 3-2-1 სისტემით დაერიცხება.

სპრინტის ფორმატით, კვალიფიკაციები წელს უკვე ჩატარდა სილვერსტოუნზე და მონცაზე. მესამე ბრაზილიის ინტერლაგუში იქნება. ამ ფორმატის შესაბამისად, კვალიფიკაცია პარასკევს ტარდება, მისი შედეგების მიხედვით კი პილოტები სპრინტის სტარტზე განლაგდებიან. სპრინტის შედეგები კი კვირის რბოლის სტარტზე განლაგებას გაარკვევს.

სკაი სპორტსთან საუბრისას, დომენიკალიმ განაცხადა, რომ მომავალი სეზონი მარტის შუა რიცხვებში დაიწყება და შუა ნოემბერში დასრულდება. კალენდრის პირველადი ვარიანტი ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

„წლის დასაწყისში ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ამ სეზონში სამ სატესტო სპრინტერულ რბოლას გავმართავდით. ამის მიზანი ის იყო, რომ ჩვენი გეგმის სისწორეში დავრწმუნებულიყავით. ჩვენ მიერ მიღებული შეფასებების უმეტესობა, პოზიტიურია. პრომოუტერები ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან ისინ მაყურებელს რაღაც ახალს და საინტერესოს სთავაზობენ პარასკევსაც, შაბათსაც და კვირასაც. მოკლედ რომ ვთქვა, წამოწყება წარმატებულია“, - ამბობს დომენიკალი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110995