ფეხბურთი

18:40 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონატის 8 ტურის შემაჯამებელ სიმბოლურში შეიყვანეს

თურქეთის სუპერლიგაში რვა ტური მიილია და „ჰატაისპორის“ ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე ხსენებული რვა ტურის საერთო მონაცემების მიხედვით სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

სიმბოლური ნაკრები შედგენილია OPTA-ს მონაცემებზე დაყრდნობით და ის Bein Sports-მა გამოაქვეყნა.

ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. საბამ მხოლოდ ერთხელ დატოვა მოედანი ისე, რომ ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი გააკეთა.

ლობჟანიძე 4 საგოლე პასით სუპერლიგაში ლიდერია, ხოლო გოლს პლუს პასის სისტემით მეორე ადგილზეა.

შეგახსენებთ, საბა ლობჟანიძე ბოლო სეზონინნახევარი „ანკარაგიუჯუში“ თამაშობდა, ზაფხულში კი „ჰატაისპორში“ გადავიდა და თურქული გუნდის ლიდერად უმალვე ჩამოყალიბდა.

0.113435