ფეხბურთი

17:19 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინიმ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში სამი იძულებითი ცვლილება გააკეთა

ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება, რომლიც იტალიის ქალაქებში, ტურინსა და მილანში გაიმართება.

რობერტო მანჩინის თავდაპირველად დასახელებულ 23-კაციან შემადგენლობაში ცვლილებების გაკეთება მოუწია. „სკუადრა აძურას“ ტრავმების გამო „ლაციოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე, „ატალანტას“ ნახევარმცველი და მცველი, მატეო პესინა და რაფაელ ტოლოი გამოაკლდა.

მანჩინიმ იმობილე მოიზე კინით („იუვენტუსი“) ჩაანაცვლა, ტოლოის ადგილი „მილანის“ მარჯვენა მცველმა დავიდე კალაბრიამ დაიკავა, ხოლო პესინას ნაცვლად ნაკრებში „ინტერის“ მცველ ფედერიკო დიმარკოს უხმეს.

შეგახსენებთ, იტალია ერთა ლიგის ნახევარფინალში 6 ოქტომბერს, მილანში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო მეორე წყვილში საფრანგეთი და ბელგია ითამაშებენ. გამარჯვებულები ფინალში ტიტულისთვის იბრძოლებენ, დამარცხებულები - მესამე ადგილისთვის.

0.1138