შეიძლება აღარც კი გახსოვთ (რა გასაკვირია თუ არ გეხსომებათ) კეტრინ მაიორგა ანუ ქალი, რომელიც კრიშტინუ რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ბრალდებების მთელი კასკადი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როდესაც პორტუგალიელი სუპერ მეგოლე ტურინის “იუვენტუსთან“ ერთად ამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა.
იტალიაში ერთი სასამართლო კეტრინმა უკვე წააგო, მაგრამ ამას მისთვის ენთუზიაზმი არ გაუნელებია და ახლა ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ შეიტანა ახალი სარჩელი უკვე პორტუგალიის სასამართლოში და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ექვს მილიონ ევროს მოითხოვს.
კრიშტიანუ არამხოლოდ იმა უარყოფს, რომ კეტრინ მაიორგა გააუპატიურა, არამედ საერთოდ არ აღიარებს ამ ქალთან ერთად დარჩენის ფაქტს და მარტო იმას ამბობს, რომ ამერიკაში ტურინელ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნის დროს ეს გოგო უცნაურად დასტრიალებდა თავს და რონალდუს მასზე გულშევარდნილი რიგითი გულშემატკივარი ეგონა.