თურქეთის სუპერლიგის მერვე ტურში საბა ლობჟანიძემ საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის „ჰატაისპორი“ სტუმრად „მალათიასპორს“ შეხვედა და 2:0 იმარჯვა.
ლობჟანიძემ 67-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ მანამდე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. 35-ე წუთზე ანგარიში აიუბ ელ კააბიმ ანგარიში სწორედ საბას პასით გახსნა.
ლობჟანიძე შესანიშნავ ფორმაშია და თურქეთის ჩემპიონატში 7 მატჩში მის ანგარიშზე უკვე არის 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.
„ჰატაისპორს“ კი 8 ტურის თავზე 16 ქულა აქვს მოპოვებული, მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 18 ოქტომბერს, შინ „გაზიანთეფთან“ გამართავ.