ფეხბურთი

14:40 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "უოტფორდიდან" ჩისკო გაათავისუფლეს

ინგლისური „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩისკო მუნიოსს დაატოვებინეს. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

„უოტფორდის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელი შედეგების საფუძველზე მიიღეს მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება, მაგრამ ვინ დაიკავებს ჩიკოს ადგილს, ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია, მაგრამ აქტიურად საუბრობენ კლაუდიო რანიერის შესახებ.

„უოტფორდს“ ინგლისის პრემიერლიგაში 7 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს (2 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება) და მე-14 ადგილზეა. ესპანელი სპეციალისტისთვის ფატალური შაბათს, „ლიდს იუნაიტედთან“ მარცხი აღმოჩნდა (0:1).

შეგახსენებთ, ჩისკო მუნიოსმა გასული წლის დეკემბერში „დინამო თბილისი“ დატოვა და „უოტფორდი“ ჩაიბარა, რომელიც ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა, მაგრამ მიმდინარე სეზონის სტარტი კლუბის ხელმძღვანელობისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.121765