მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ყოფილი გუნდის, „ბარსელონას“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მოხარული ვარ, გუნდმა მოიგო, ეს არის რაც გვინდოდა. ჩემთვის განსაკუთრებული მეტოქე იყო, მაგრამ ახლა მე მთელ ენერგიას „ატლეტიკოსთვის“ ვხარჯავ. ვიცოდი, რომ გოლის შემდეგ ბოდიშის მოხდა მომიწევდა ყოფილი თანაგუნდელების პატივისცემის გამო მათთან ურთიერთობისა და ამ გუნდში გატარებული პერიოდისთვის.
ჩემი ჟესტი? კუმანისკენ არ იყო მიმართული. უბრალოდ ყველა იმ ადამიანსკენ, ვისაც ჩემი ნომერი აქვს, რადგან ის არ შემიცვლია. ბავშვებს ხუმრობით დავპირდი, რომ ამას გავაკეთებდი“, - თქვა ლუის სუარესმა.
აქვე გეტყვით, რომ ლუის სუარესმა ესპანეთის ლა ლიგაში 31 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და ყველას გოლი გაუტანა. ერთადერთი „ბარსელონას“ კარში არ ჰქონდა გატანილი და ამის გაკეთებაც მოახერხა.