ფეხბურთი

21:51 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: „ნაკლებად მაინტერესებს კუმანის გადადგომის საკითხი“

ესპანური პრიმერას მე-8 ტურის „ატლეტიკო“ – „ბარსელონას“ მატჩის წინ, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ჟურნალისტებს მეტოქთა დამრიგებლის, რონალდ კუმანის შესახებ გაუზიარა აზრი.

„ჭორები ბევრია. კუმანს ძლიერი ხასითი აქვს, რაც არა-ერთხელ გამოუვლენია. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ახლა ჩემი ფეხბურთელების მდგომარეობა უფო მაინტერესებს, ვიდრე ნიდერლანდელის ბედი „ბარსელონაში.“ თუმცა, აღვნიშნავ, რომ ნაკლებად კომფორტულ სიტუაციაში მოექცა.

ჩვენ, პრიმერას მწვრთნელები, ერთმანეთს პატივს ვცემთ. შესაბამისად, ცხადია, კუმანსაც. „ბარსელონას“ შესანიშნავი მწვრთნელები და ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, საინტერესო თამაში იქნება.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

„ატლეტიკო“ – „ბარსელონას“ მატჩი დღეს, 2 ოქტომბერს, მადრიდში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11034