ფეხბურთი

21:09 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის სადებიუტო გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველი მცველის „კრაკოვიამ“ „სტალს“ უმასპინძლა და 62-ე წუთამდე 1:3-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულა მაინც მოიპოვა - 3:3.

კაკაბაძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 62-ე წუთზე სწორედ მან შეამცირა სხვაობა (2:3), რაც ქულის გადარჩენაში გარდამტეხი გოლი იყო. ქართველ მცველს 3 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

„კრაკოვიას“ 10 ტურის თავზე 13 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 17 ოქტომბერს, პოზნანის „ვარტას“ ესტუმრება.

0.128585