ფეხბურთი

14:35 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ერიკ ტენ ჰაგი დაუკავშირეს

კატალონიის „ბარსელონას“ ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დაუკავშირეს და ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შესაძლოა, ესპანური გრანდი ჩაიბაროს, თუმცა, მიმდინარე სეზონში - არა.

რონალდ კუმანს სავარაუდოდ, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ დაითხოვენ. მისი შემცვლელს „ბლაუგრანა“ აქტიურად ეძებს და უკვე დასახელდა ანდრეა პირლოს, რობერტო მარტინესის, ჩავისა და მარსელო გალიარდოს ვარიანტები.

თუმცა, ესპანური პრესის ცნობით, ჟოან ლაპორტას ტენ ჰაგი მოსწონს, მაგრამ აქ ხელისშემშლელი ფაქტორია - მას „აიაქსთან“ კონტრაქტი აკავშირებს და „ბარსაში“ მისი გადაბარგება ივნისამდე გამორიცხულია. ამდენად, თუ კუმანს დაითხოვენ, მოუწევთ ისეთი მწვრთნელის პოვნა, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე დროებით გაუძღვება.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ლა ლიგაში 6 მატჩში 12 ქულა მოიპოვა და არ დამარცხებულა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114314