ბილბაოს „ატლეტიკის“ ნახევარმცველი ინიაკი უილიამსი ესპანეთის ლა ლიგის ისტორიაში შევიდა. მან „ალავესთან“ მორიგი მატჩი ჩაატარა და ეს იყო 203-ე შეხვედრა, რომელიც ინიაკიმ ზედიზედ ჩაატარა.
ულიამსის წარმოუდგენელი სერია 2016 წლიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ, ესპანელს არცერთი მატჩი არ გამოუტევებია ლა ლიგაში - არც ტრავმა ჰქონია და არც დისკვალიფიკაცია.
ინიაკი უილიამსმა ხუან ანტონიო ლარანაგას შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც ზედიზედ 202 მატჩი აქვს ჩატარებული.