იტალიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" მარჯვენა გარემარბი ალესანდრო ფლორენცი მენისკის ოპერაციას გაიკეთებს. როგორც "როსონერის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სარეაბილიტაციო პერიოდი 30 დღე გაგრძელდება.
ფლორენცი "მილანში" "რომადან" არის განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში ალესანდრომ შვიდი მატჩი ჩაატარა.