ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი დანიელ სტარიჯი კარიერას ავსტრალიურ კლუბ "პერტ გლორიში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
სტარიჯი 2020 წლის მარტის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. გასულ წელს მას ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის გამო. მიმდინარე წლის ზაფხულში დანიელი "მალიორკაში" ვარჯიშობდა.
სტარიჯი წლების განმავლობაში "მანჩესტერ სიტიში", "ჩელსიში", "ბოლტონში", "ვესტ ბრომვიჩში", "ლივერპულსა" და "ტრაბზონში" თამაშობდა. დანიელი პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.