საბერძნეთის ეროვნული ნაკრების და პირეოსის "ოლიმპიაკოსის" შემტევი გეორგიოს მასურასი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ევროპა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მასურასმა "ფენერბაჰჩესთან" სტუმრად მოგებულ (3:0) შეხვედრაში დუბლი მიითვალა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ბერძენმა რვა მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამჯერ თანაგუნდელებს გაუკეთა შედეგიანი გადაცემა.