ფეხბურთი

17:37 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. უეფას ევროპის ლიგის მეორე ტურში გრაცის შტურმსა და პსვ ეინდჰოვენს შორის გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო უახლოეს მატჩებში ეროვნულ გუნდს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.

მთავარი მწვრთნელის ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს ნიქოზიას "აპოელის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შეუერთდება.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის 24 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. დეტალები იხილეთ ბმულზე.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111406