თამაშგარე

15:30 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რენე იგიტას ქალიშვილი უპოპულარულესია

გვარიანად ცანცარა, მაგრამ ჭეშმარიტად ლეგენდარული კოლუმბიელი გოლკიპერი რენე იგიტა მსოფლიოს ბულვარულმა მედიამ მისი კარიერის დასრულებიდან ათწლეულების გასვლის შემდეგაც გაიხსენა. თუმცა ამჯერად საყოველთაო ყურადღების ცენტრში რენეს ქალიშვილი მოექცა.

კოლუმბიის ნაკრების აწყოფილი გოლკიპერის პირმშო, პამელა იგიტა სოციალური ქსელების ჭეშმარიტი ვარსკვლავია და მისი ფანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. პამელა იმის გარდა, რომ თვალსაამო ვინმეა, თამამი ქცევითაც გამოირჩევა, რაც ცხადია მის მიერ სოციალურ ქსელებში გამოფენილ ფოტოებზეც აისახება.

ბავშვობაში პამელა მამის თხოვნითა და სურვილით ფეხბურთზეც დადიოდა და ბოგოტას გოგონათა გუნდში გოლკიპერობდა კიდეც, მაგრამ მისგან მეკარე მაინც ვერ დადგა. თუმცა, მამის სახელი და დიდება იქამდე კი ეყო, რომ მისი კოხტა და ეპატაჟური ფოტოებით მრავალათასიანი მოტრფიალეთა არმია ჰყოლოდა.

0.208759