ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ერთთვიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.
პელემ სან პაულუს კლინიკა დატოვა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა მსხვილი ნაწლავის კიბოს მოსაშორებლად.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სახლში დავბრუნდი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ალბერტ აინშტაინის სახელობის საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს, რომლებმაც ის დღეები შემიმსუბუქეს. ასევე დიდი მადლობა ყველას, ვინც შორიდან ამდენ სიყვარულს მიგზავნიდა“, - დაწერა პელემ სოციალურ ქსელში.