ფეხბურთი

11:40 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიმო ვერნერი "ჩელსის" დატოვებას განიხილავს

„ჩელსის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი კლუბის დატოვებაზე ფიქრობს, რადგან უკმაყოფილოა მისი მდგომარეობით.

25 წლის ფეხბურთელს რომელუ ლუკაკუს ყიდვის შემდეგ სათამაშო დრო მკვეთრად შეეზღუდა და ტომას ტუხელი მას არ ენდობა. ამაზე ბოლო მატჩიც მიანიშნებს, როცა „ჩელსი“ „იუვენტუსთან“ მარცხდებოდა, გერმანელმა სპეციალისტმა 5 შეცვლა გააკეთა, მაგრამ ვერნერისთვის შანსი არ მიუცია.

ბრიტანული მედიის ცნობით, თუ ვერნერი სეზონის უმეტეს ნაწილს სკამზე გაატარებს, ზაფხულში გუნდის დატოვებას სერიოზულად განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ტიმო ვერნერი „ჩელსის“ 2020 წელს „ლაიფციგიდან“ დიდი მოლოდინით შეუერთდა, მაგრამ იმის ჩვენება დღემდე ვერ მოახერხა, რასაც მისგან ელოდნენ.

0.117157