ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი პირველი ფეხბურთელი გახდა კონფერენს ლიგის ისტორიაში, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ინგლისელმა ფეხბურთელი სამი გოლი სლოვენიურ „მურას“ გაუტანა, „ტოტენჰემმა“ კი მეტოქეს 5:1 აჯობა. გარდა ამისა, კეინი მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამ ევროტურნირზე შეძლო ჰეთ-თრიქის შესრულება.
ჰარიმ მანამდე ერთ თამაშში სამ-სამი გოლი ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე გაიტანა. სამ ევროტურნირზე ჰეთ-თრიქი მის გარდა, მხოლოდ გერმანელ ფეხბურთელებს, იუპ ჰაინკესსა და გერდ მიულერს აქვთ შესრულებული.