ფეხბურთი

21:43 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი: "ინგლისურ გუნდები ნანობენ, რომ კიეზა არ იყიდეს"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ არ იყიდეს ინგლისურმა კლუბებმა ფედერიკო და ახლა ამას ყველა ნანობს.

„ფედერიკო კიეზა საოცარი ფეხბურთელია და ინგლისური კლუბების სინანსულს წარმოადგენს. ის უბრალოდ ფანტასტიკური მოთამაშეა, წარმოუდგენელი ინტენსივობით თამაშობს და მისი უნარები ევროპის ჩემპიონატის დროსაც ჩანდა. იტალიის ნაკრების მთავარი საფრთხე იყო, რომელმაც შემდეგ ტურნირი მოიგო.

ვიცი, რომ კიეზას ზაფხულში რამდენიმე ინგლისური გუნდი ყურადღებით აკვირდებოდა, ახლა ამ გუნდებს სინანულის გრძნობა აქვთ, რომ ის არ იყიდეს. კიეზა არის თანამედროვე თავდამსხმელი, რომელსაც ყველგან თამაში შეუძლია, გარემარბად და ასევე ცენტრშიც“, – თქვა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ ლონდონის „ჩელსისთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა და „იუვენტუსმა“ 1:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111245