ფეხბურთი

20:23 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფის" მეკარე ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ტირასპოლის „შერიფის“ მეკარე გეორგიოს ათანასიადისი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ბერძენმა მეკარემ მადრიდის „რეალთან“ შესანიშნავად ითამაშა, 11 სეივი შეასრულა და თავისი გუნდის ისტორიულ გამარჯვებაში (2:1) უდიდესი წვლილი შეიტანა.

ათანასიადისმა ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ბრძოლაში „ინტერის“ მცველ მილან შკრინიარს, „ბენფიკას“ შემტევ დარვინ ნუნიესსა და „ბაიერნის“ ნახევარმცველ ლეროი სანეს აჯობა.

0.111318