ფეხბურთი

20:59 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ინგლისელმა მწვრთნელმა ნაკრებში დააბრუნა „მილანის“ მცველი ფიკაიო ტომორი, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: სემ ჯონსტოუნი (ვესტ ბრომვიჩი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), აარონ რამსდეილი (არსენალი)

მცველები: კონორ კოადი (ვულვზი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), ლუკ შოუ (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), ფიკაიო ტომორი (მილანი, იტალია), კირან ტრიპიერი (ატლეტიკო, ესპანეთი), კაილ უოლკერი (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერი), მეისონ მაუნთი (ჩელსი), კალვინ ფილიპსი (ლიდსი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი)

თავდამსხმელები: ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ბუკაიო საკა (არსენალი), ჯეიდონ სანჩო (მანჩესტერი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა)

შეგახსენებთ, ინგლისის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ოქტომბერში, ანდორისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133995