იტალიელმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ მატჩის შესახებ ისაუბრა. როგორც კონტემ აღნიშნა, „ჩელსიში“ ჯერ არ იციან რომელუ ლუკაკუს სწორად გამოყენება.
კონტე ბელგიელ ფორვარდთან ბოლო ორი სეზონი მუშაობდა და მის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს.
„ვფიქრობ, რომ ლუკაკუს უკეთ თამაში შეუძლია, ის უკვე ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელმა კარიერის ბოლომდე უნდა გააგრძელოს პროგრესი. ძალიან რთულია მის წინააღმდეგ თამაში, მოედნის ყველა მონაკვეთში სახიფათოა. თუკი ასეთი ცენტრფორვარდი გყავს, სწორად უნდა გამოიყენო. „ჩელსის“ ჯერ არ გაუზრებია როგორ გამოიყენოს ლუკაკუ. გასულ სეზონში მათ არ ჰყავდათ ასეთი ფორვარდი, როტაციას იყენებდნენ. რომელუ უნდა იყოს თავდასხმის მთავარი ვარიანტი. თუ ისინი გაარკვევენ, როგორ გამოიყენონ ლუკაკუ, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები გახდებიან.
„იუვენტუსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რადგან ეს სტრატეგიის შედეგი იყო. სწორედ ამ ტიპის მატჩის ჩატარება სურდა და მეტოქეს ძალიან ცოტა სივრცეები დაუტოვა. თავს საკუთარ ნახევარზე იცავდა და გამოიყენა კონტრშეტევა, რომლის დროსაც კიეზა ლეტალური იყო. „იუვემ“ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და თავისი სულისკვეთება დაიბრუნა, მთავარი სწორედ ეს არის“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, ლონდონის „ჩელსიმ“ ტურინის „იუვენტუსთან“ 0:1 წააგო და ორი ტურის შემდეგ ჯგუფში 3 ქულა აქვს მოპოვებული.