ფეხბურთი

15:17 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესის გოლი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში საუკეთესოა

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულის, ლიონელ მესის მიერ „მანჩესტერ სიტის“ კარში გატანილი გოლი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საუკეთესოდ დასახელდა. ეს მესის პარიზული კლუბის მაისურით გატანილი პირველი ბურთი გახლდათ.

გამოკითხვაში მეორე ადგილი „შერიფის“ ნახევარმცველის, სებასტიან ტილის მიერ მადრიდის „რეალის“ კარში გატანილი ბურთი დასახელდა.

მესამეზე - „მანჩესტერ იუნაიტედის“ ალექს ტელესის შესრულებული შედევრია „ვილიარეალის“ კარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106604