„ბარსელონამ“ თავის ისტორიაში პირველად ვერ შეძლო ევროსეზონის სასტარტო ორ მატჩში გატანა - გვამცნობს Opta.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიმდინარე გათამაშებაში კატალონიელებმა ჯერ „ბაიერნთან“ წააგეს - 0:3, შემდეგ ამავე ანგარიშით „ბენფიკასთან“ დამარცხდნენ.
ორი ტურის შემდეგ, რონალდ კუმანის გუნდი E ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზეა. ბურთების შეფარდება - 0:6...