ფეხბურთი

10:50 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკი დე იონგი: „არ მგონია, რომ მწვრთნელის გაშვება „ბარსელონაში“ რაიმეს შეცვლის“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში „ბენფიკასთან“ წაგების შემდეგ (0:3), „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, ჟურნალისყებს გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის შესაძლო გადადგომის თაობაზე უპასუხა.

„ახლა კუმანზე ვერ ვისაუბრებ, ჩემი მხრიდან ეს უხერხული იქნებოდა. არ მგონია, რომ მწვრთნელის გაშვება რაიმეს შეცვლის. ვცდილობთ, გულმოდგინედ ვმუშაობთ ვარჯიშებზე, მინდორზეც არ ვზოგავთ თავს. უბრალოდ, დღეს ჩვენი დღე არ იყო.“ - ციტირებს ნიდერლანდელი შუახაზელის სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ „ბარსელონას“ არცერთი ქულა აქვს და E ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ბურთების შეფარდება 0:6.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114763