ფეხბურთი

19:53 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ: “ნაკრებიდან არ უნდა წავსულიყავი”

მადრიდის “ატლეტიკოს” ვეტერანი პორტუგალიელი ნახევარმცველი ტიაგუ მენდეში ეროვნულ გუნდში დაბრუნების შემდეგ აცხადებს, რომ ნაკრების დატოვება არ ღირდა.

ტიაგუმ სანაკრებო კარიერის დასრულება 2010 წელს, პირადი მიზეზების გამო გადაწყვიტა. 4 წლის შემდეგ, 33 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიის ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა და მან გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელისგან, ფერნანდუ სანტოშისგან მიწვევაც მიიღო.

“დღეს ჩემი ნაკრებში ყოფნა ადვილი არაა იმ სიტყვების გამო, რომლებიც ეროვნული გუნდიდან წასვლის დროს ვთქვი. მიმაჩნია, რომ ნაკრებში თამაშზე უარის თქმა არ შეიძლება და ამის მაგალითი თავად ვარ.

ნაკრებიდან წასვლის დროს ვფიქრობდი, რომ გუნდისთვის ვერაფრის მიცემას მოვახერხებდი. დიდ ზეწოლას განვიცდიდი. ახლა, ყველაფერი სხვაგვარადაა. ნაკრებში თამაში ფეხბურთელისთვის ყველაზე მიმზიდველი შესაძლებლობაა.

ვწუხვარ, რომ თავის დროზე, ნაკრებიდან წასვლის შესახებ ფაქსი გავგზავნე.” – აცხადებს ტიაგუ მენდეში, რომელსაც პორტუგალიის ნაკრებში 58-ჯერ უთამაშია.

0.121069