მასტერსის სერიის ტურნირ ინდიან ველსს მსოფლიოს კიდევ ერთი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოტოვებს. ამის შესახებ, მედიას ტურნირის ორგანიზატორებმა ამცნეს. უფრო ადრე, ტურნირს ავსტრალიელი ეშლი ბარტიც გამოაკლდა.
„ძალიან ვწუხვარ, რადგან ვერ შევძლებ ინდიან ველსზე ჩემი ფანების ხილვას. და ვერ ვითამაშებ უდაბნოში, ჩემს საყვარელ ადგილზე. იმედი მაქვს, მომავალ სეზონში გიხილავთ“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.
34 წლის ჯოკოვიჩმა ახლახანს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში წააგო და სეზონის დიდი სლემი ვერ შეასრულა. როჯერ ფედერერის მსგავსად, მას ინდიან ველსის ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ აქვს მოგებული.
ჯოკოვიჩის და ბარტის გარდა, ინდიან ველსზე ვერც სერენა უილიამსი და ნაომი ოსაკა (ტურნირის 2018 წლის ჩემპიონი) ითამაშებენ. დიდი ალბათობით, იქ ვერც რაფაელ ნადალი ითამაშებს და გარანტრირებულად არც ფედერერი გამოვა, ვინც მუხლზე მესამე ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის კურსს გადის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თორე არ გამხდარიყო ჩემპიონი
ჩემპიონი ვერა მაგრამ ერთ-ორ წრეს გაივლიდა, გამოცდილებას შეიძენდა... DDDD
ძალიან უხარისხოა თქვენი ხუმრობები
რა ვქნა, რაც არი ეს არი...

მაგრამ ვივარჯიშებ, მოვემზადები და ვნახოთ ))
იქით სტატიაზე ბასილაშვილს რომ ეხვეწები, მიდი ნიკო ინდიან-უელსი მოიგეო, მაგ დონის შუტკებზე ჯერ ვერ გავედი