„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა რიო ფერდინანდმა „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი გააკრიტიკა. ინგლისელი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ მესი „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში ცოცხალ კედელში დაწვა. ეს არგენტინელისადმი უპატივცემულობა იყო - მიაჩნია რიოს.
„როდესაც მაურისიო პოჩეტინომ მას ამის გაკეთება ვარჯიშზე სთხოვა, ვიღაც უნდა ჩარეულიყო და ეთქვა: „არა, არა, არა, ლეო მესის ამის გაკეთება არ შეუძლია. ეს უპატივცემულობაა, მე ამას არ გავაკეთებდი, მისი თანაგუნდელი რომ ვყოფილიყავი, მის ადგილას მე დავწვებოდი“, - თქვა ფერდინანდმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „მანჩესტერ სიტი“ 2:0 დაამარცხა და ლიონელ მესიმ ფრანგული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.