ფეხბურთი

10:27 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვერნიდუბი: "ჩემი გუნდით ვამაყობ, მაგრამ წინ 4 მატჩია, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ"

ტირასპოლის „შერიფის“ მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა მადრიდის „რეალთან“ (2:1) ისტორიული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ჯერჯერობით პლეი-ოფში გასვლაზე არ ფიქრობენ, რადგან მის გუნდს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ასეთი მატჩები ვითამაშოთ. ძალიან დიდი ემოციებია და მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების იმისთვის, რაც მათ გააკეთეს. რასაკვირველია გვესმოდა, რომ თავის დაცვა მოგვიწევდა, მაგრამ კარგად ვიმუშავეთ, კონტრშეტევებზე კარგად ვითამაშეთ და გოლები გავიტანეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ ჩემი გუნდით. სწორ გზაზე ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ.

ჯერჯერობით პლეი-ოფში გასვლაზე არ ვფიქრობთ, რადგან განსაკუთრებული არაფერი შეგვიქმნია. უბრალოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და წინ კიდევ ოთხი მატჩი გველის“, - თქვა ვერნიდუბმა.

შეგახსენებთ, ტირასპოლის „შერიფი“ D ჯგუფს 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ მოლდოვის ჩემპიონს საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით 10 მატჩიდან მარცხი არ განუცდია (8 მოგება, 2 ფრე).

0.066379