ფეხბურთი

15:10 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "რიცხობრივ თანაფარდობაში „მილანი“ უკეთესი იყო"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „მილანთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, სანამ „მილანი“ კაცნაკლული დარჩებოდა, უკეთ თამაშობდა.

„რიცხობრივ თანაფარდობაში „მილანი“ უკეთესი იყო და თამაში ბევრად უკეთ დაიწყო. ჩვენ თავიდანვე ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ და იმ მომენტებში ვერ გამოვავლინეთ ჩვენი პირადი თვისებები. მეორე ნახევარში ყველანაირად ვცდილობდით სწრაფად გვეთამაში და მოედანზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები შევიყვანე. ხალხი ხშირად მეკითხება: „არ შეუძლიათ მათ ერთად თამაში?“ ამჯერად ყველამ ერთად ითამაშა - გრიზმანმა, ლემარმა, დე პაულმა, ჟოაო ფელიქსმა, კორეამ და სუარესმა.

ჩემი ფეხბურთელების მჯერა, ვიცი, რომ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს, თუმცა ცხადია, ჯერ სტაბილურად ვერ ვთამაშობთ. ვცდილობთ სათამაშო წუთები ყველა ფეხბურთელს მივცეთ და გავიგოთ, როგორ შეგვიძლია უკეთესი გუნდი გავხდეთ“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, მადრიდის „ატლეტიკოს“ ორი ტურის თავზე 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ინგლისურ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება, რომელიც ჯგუფის ლიდერია.

0.1219