ფეხბურთი

11:38 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "მარკო ვერატიზე შეყვარებული ვარ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „პარი სენ ჟერმენთან“ (0:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. პეპმა ლიონელ მესიზეც ისაუბრა და მარკო ვერატი შეაქო.

„კარგი თამაში იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ისინი თავს ღრმად იცავდნენ და კონტრშეტევები ყოველთვის სახიფათო ჰქონდათ. ეს ფეხბურთელია და ჩემს გუნდს დიდ კომპლიმენტს ვეუბნები. სამწუხაროა, რადგან მოგება გვინდოდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.

მესიმ ფანტასტიკური გოლი გაიტანა, მას წარმატებებს ვუსურვებ. თუ ის პარიზში ბედნიერია, ეს მხოლოდ მახარებს. არჩევანი მრავალი მიზეზით გააკეთა, მათ შორის, თავისთვის და მისი ოჯახისთვის. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

მარკო ვერატიზე შეყვარებული ვარ. ის გამორჩეული ფეხბურთელია, რადგან პრესინგის დროსაც ინარჩუნებს სიმშვიდეს და შეუძლია ბურთის დაჭერა, თანაგუნდელებისთვის მომენტის შექმნა. არ არის მაღალი, მაგრამ, როდესაც უყურებ მის მოძრაობებს, მის თამაშს... ის არ არის ფეხბურთელი, რომელიც გრძელ პასებს აკეთებს, მაგრამ კომბინაციების დროს მისი იმედი შეიძლება გქონდეს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ორ ტურში 3 ქულა აქვს მოპოვებული და მომდევნო ტურში ბელგიურ „ბრიუგეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11395