ფეხბურთი

13:20 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ბედნიერი ვარ, გუნდთან შეთამაშებას უკეთ მოვახერხებ"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ „მანჩესტერ სიტისთან“ (2:0) მატჩის შემდეგ, რომელშიც მან სადებიუტო გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა აღნიშნა, ის ბედნიერია გოლის გატანით და თანაგუნდელებს უფრო მეტად შეეწყობა.

„სიტი“ შესანიშნავი მეტოქე იყო. „ბრიუგესთან“ ფრის შემდეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ეს გამარჯვება, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე.

ბოლო მატჩებში არ მითამაშია და ეს იყო ჩემი მეორე თამაში ამ სტადიონზე. ახალ გუნდთან ადაპტირებული ვარ. რაც უფრო მეტს ვითამაშებთ ერთად, მით უფრო უკეთ გავუგებთ ერთმანეთს. ერთად უნდა გავიზარდოთ, გავაუმჯობესოთ თამაში და ჩვენი საუკეთესო მხარეები წარმოვაჩინოთ“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის პსჟ-ში ოთხ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი სატურნირო ცხრილში 4 ქულით „ბრიუგესთან“ ერთად ლიდერობას იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112366