ფეხბურთი

22:22 | 28.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ჩვენთვის ძნელია ტოპ გუნდებისთვის კონკურენციის გაწევა"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლისაბონის „ბენფიკასთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ლისაბონში რთულ თამაშს ელოდება.

„ბენფიკასთან“ რთულ თამაშს ველოდებით, ისინი სახლში თამაშობენ და ვიცით, რომ საკუთარ მოედანზე ძლიერები არიან. აგრეთვე, ვიცით, როგორი ატმოსფერო იქნება სტადიონზე. გახსნილ თამაშს არ ველოდები, რადგან პორტუგალიური გუნდიების მენტალიტეტი თამაშის კონტროლს და ძლიერ დაცვას ეფუძნება.

ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ. ახლა, გუნდში მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით ტოპგუნდების დონეზე დარჩენა“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკა“ – „ბარსელონას“ მატჩი 29 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112418