„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, ოლეკსანდრ ზინჩენკო, უკრაინის ნაკრებს ოქტომბრის შესარჩევ მატჩებში ვერ დაეხმარება - წერს ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
კლუბის ექიმებმა ფეხბურთელს კუნთის ტრავმა დაუდგინეს და როდის შეძლებს თამაშს, ჯერჯერობით უცნობია.
ზინჩენკოს ნაცვლად, უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ოლეკსანდრ პეტრაკოვმა „დნიპრო 1“ -ს 24 წლის შუახაზელი ოლეკსანდრ პიხალიონოკი გამოიძახა.
ოქტომბერში უკრაინელებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩის გამართვა მოუწევთ: 9-ში ისინი ფინელებს ეწვევიან ჰელსინკიში, 12-ში კი ლვოვში ბოსნია - ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს დაუხვდებიან.