ფეხბურთი

13:21 | 28.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ოს შვილმა პორტუგალიურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელის, სამუელ ეტო’ოს ვაჟმა ეტიენმა, პორტუგალიურ „ვიტორია გიმარაინშთან“ გააფორმა კონტრაქტი - წერს კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი.

კამერუნის ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის თავდამსხმელი „ვიტორიას“ 23-წლამდელთა გუნდში ითამაშებს. მანამდე ეტიენი: „მალიორკას,“ „ატლეტიკო ბალეარესის“ და „ოვიედოს“ ჭაბუკთა გუნდებში ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, რომ სამუელ ეტო’ომ საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა.

0.108297