საფრანგეთის ნაკრების და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ნიკოლა ანელკამ, ჟურნალისტებს კილიან მბაპეს შესახებ გაუზიარა საკუთარი აზრი.
„მბაპე ფენომენალური მოთამაშეა. სისწრაფის თვალსაზრისით, მას პლანეტაზე ბადალი არ ჰყავს. თუ „პარი სენ-ჟერმენს“ საუკეთესო გუნდის ყოლა სურს, ყველაფერი უნდა გააკეთოს მის შესანარჩუნებლად.
ვფიქრობ, კილიანის თავში ყველაფერი დალაგებულია, მას კიდევ სურს რაღაც ახლის ნახვა და „ოქროს ბუთის“ მოგებაზეც ოცნებობს. მაგრამ როგორ მოიგებს თუ ევროპის სიძლიერით მეექვსე ლიგაში თამაშობს? ბოლო წლებში მას რომ ინგლისსა ან ესპანეთში ეთამაშა, უკვე მოიგებდა ამ პრესტიჟულ პრიზს.“ - ციტირებს ანელკას სიტყვებს Get French Football News.