WBC-ს მძიმე წონის ჩემპიონ ტაისონ ფიურის პრომოუტერი ფრენკ უორენი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ენტონი ჯოშუა უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან დამარცხდა, მისი და ფიურის შეხვედრა მოსალოდნელი აღარაა.
ამ წაგებით, ჯოშუამ მის ხელთ არსებული WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები დაკარგა. მას და ფიურის კი მათ ხელთ არსებული ტიტულების გაერთიანება სურდათ. რა თქმა უნდა, ჯოშუას რევანშის შანსი მიეცემა, თუმცა უორენ ფიქრობს, რომ ის ფიურის ტოლსწორი მეტოქე ვერ იქნება.
„ამჟამად ამ ბრძოლის გამრთვის აზრს ვერ ვხედავ. ჩვენ ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის გამრთვა გვსურდა, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელი გახდა“, - ბიბისისთან საუბრისას განაცხადა უორენმა.
პრომოუტერი დასძენს, რომ ჯოშუას რევანშის და ტიტულების დაბრუნების შანსი მიეცემა, თუმცა გამოჩნდა, რომ ფიურის დონის მოკრივე არაა. „უსიკი კარგი მოკრივეა. მან ბრძოლა ძალინ კარგად ჩაატარა. მაგრამ ჯოშუა ისეთი დაუცველია. და უკვე წლებია, რაც ის ასეთია“.
„მათ შეიძლება რემატჩზე მოილაპარაკონ. მაგრამ თუნდაც უსიკის დამარცხება შეძლოს, ტაისონ ფიურის მაინც ვერ შეედრება. შეგიძლიათ, ფიურის მოგებაზე სახლი დადოთ“, - დასძენს უორენი.
ფიურის მალე თავისი ტიტულის დაცვა უწევს. ის მესამედ შეხვდება დეონტეი უაილდერს. ბრძოლა ლას ვეგასში, ორ კვირაში გაიმართება.