სხვა

3:00 | 28.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰო კარიერის დასრულებას აპირებს

სუმოს სახელოვანი მოჭიდავე, მონღოლური წარმოშობის ჰაკუჰო კარიერის დასრულებას აპირებს. 36 წლის იოკოძუნას რეკორდულად ბევრი, 45 ტურნირი (ბაშო) აქვს მოგებული. მაგრამ ბოლო დროს ხშირი ტრავმების გამო, ხშირად ასპარეზობას ვერ ახერხებს.

ჰაკუჰომ სუმოს უმაღლეს ლიგაში გამოსვლა 2001 წელს დაიწყო, 2007 წელს კი უმაღლესი წოდება დაიმსახურა - იოკოძუნა გახდა. ის მეორე მონღოლი მოჭიდავეა, ვინც იოკოძუნა გახდა.

იაპონიის საზოგადოებრივ ტელევიზია NHK-ს ინფორმაციით, აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, ჰაკუჰო საკუთარი „საჯინიბოს“ შექმნას გეგმავს, სადაც სუმოს მოჭიდავეები ივარჯიშებენ და იცხოვრებენ. ამისთვის მთავარ პირობას ის ახლავე აკმაყოფილებს - 2019 წლიდან იაპონიის მოქალაქეა. ქვეყნის მოქალაქეობის გარეშე, მას „საჯინიბოს“ გახსნის უფლება არ ექნებოდა.

ჰაკუჰო ამბობს, რომ მოჭიდავეებისთვის ვარჯიშის საშუალების მიცემა, მისთვის მადლიერების გამოხატვის საშუალება იქნება.

ჰაკუჰოს მონღოლური სახელია მონკჰბატინ დავააჯარგალი. სახელი სუმოს ჭიდაობის დაწყებისას შეიცვალა. მას სუმოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ტურნირი აქვს მოგებული. გარდა ამისა, რეკორდსმენია ერთ სეზონში მოგებული შერკინებების რიცხვით და ყველაზე დიდხანს ატარებს/და იოკოძუნას წოდებას. მაგრამ ბოლო წლებში, ტრავმების გამო, არაერთხელ თქვა უარი ტურნირებში მონაწილეობაზე.

ჰაკუჰომ ივლისში ნაგოიას ტურნირი მოიგო, რის შემდეგაც განაცხადა, ჩემი სხეული იშლება და მინდა, ჩემს მომავალზე ვიფიქროო. იანვარში მას კორონვირუსი შეეყარა. ახლახანს კი სექტემბრის ბაშო იმის გამო გააცდინა, რომ მის საჯინიბოში რამდენიმე მოჭიდავეს კოვიდ-19 დაუდგინდა.

თეგებიჰაკუჰო
0.120128