ფეხბურთი

22:15 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "მილანმა" ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა სპეციალისტმა მომავალი მეტოქე შეაქო და აღნიშნა, რომ „მილანმა“ ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა.

„ყოველთვის სასიამოვნოა დიდი გუნდის წინააღმდეგ თამაში. ეს არის გუნდი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა. ვიცით, რომ სერიოზული მეტოქე გვყავს, რომელიც დინამიურად და სწრაფად თამაშობს. „მილანმა“ „ლივერპულთან“ შესანიშნავად ითამაშა.

ჩვენ ღრმა და ხარისხიანი შემადგენლობა გვყავს, რისთვის მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ბაზარზე გაწეული ძალისხმევისთვის“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 28 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.122237