ფეხბურთი

18:36 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეს გუნდში საუკეთესო ფეხები აქვს, ასეთი მოთამაშე შვებაა"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მის გუნდში მას საუკეთესო ფეხები აქვს და გუნდში ასეთი მოთამაშე შვებაა.

„ჩემს გუნდში გიორგის საუკეთესო ფეხები აქვს. მხოლოდ მაშინ უნდა ითამაშოს, როდესაც მზად იქნება. ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის და პროგრესირებს. მაგრამ შეუძლია ფიზიკურად კიდევ უფრო ძლიერი გახდეს, ბურთი სამჯერაც არ დაუკარგავს. სხვებს თუ შევადარებთ, გუნდში ასეთი მოთამაშე შვებაა“, - აღნიშნა ვანჰაეზებრუკმა.

ჩაკვეტაძემ „სერკლ ბრიუგესთან“ 78-ე წუთამდე ითამაშა, საგოლე პასი გააკეთა და ზოგადად, ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ფანებმა ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგის 8 მატჩში 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ზედიზედ ორჯერ სასტარტოში თამაში, კიდევ უფრო დადებითის ნიშანია. „გენტის“ აქტივში 9 ტურის თავზე 11 ქულაა და მე-12 პოზიციაზეა, 3 ოქტომბერს, კი „ანტვერპენს“ დაუპირისპირდება.

0.079079