ფეხბურთი

16:18 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ატლეტიკოსთან" მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი"

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „მილანი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი თამაში იქნება, მაგრამ არა გადამწყვეტი.

„ჩვენი გუნდი გამოცდილებას იღებს. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ეს არის ჩვენი უპირატესობა. „ატლეტიკო“ ძალიან ძლიერი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ნებისმიერ დროს შეუძლიათ ეფექტური შეტევა განახორციელონ. მთელი მატჩი ძალიან მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებული ვიყოთ. მარტივად და სწრაფად უნდა ვითამაშოთ, შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ჩვენი მეტოქე არის გუნდი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „რეალი“ და „ბარსელონა“ დაამარცხა. მნიშვენლოვანი მატჩი გველოდება, ამაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა არა გადამწყვეტი“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება. პირველ ტურში „როსონერიმ“ „ლივერპულთან“ წააგო (2:3), „როხიბლანკომ“ კი შინ „პორტუს“ (0:0) ვერ მოუგო.

0.110049