ფეხბურთი

14:08 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელმა Sky Sport Austria-მ გამოარჩია.

კიტეიშვილის ინდექსი გასულ ტურში 451 ქულა გამოდგა, რაც თერთმეტეულში მოხვედრილ ფეხბურთელთა შორის მეხუთე შედეგი იყო.

ოთარმა ვენის „რაპიდთან“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და ორი საგოლე პასი შეასრულა. ჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა არ დაარტყა და კელვინ იებოას ცარიელ კარში გაატანინა, მერე ივან ლიუბიჩი დატოვა მეკარესთან პირისპირ.

კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. „შტურმი“ ბუნდესლიგაში 20 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 30 სექტემბერს, ევროპა ლიგაზე პსვ ეინდჰოვენთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122444